ჰუმანიტარული სამართალი

ჰუმანიტარული სამართალი
1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა სახელმწიფომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებლების ჩათვლით. მონაწილეებმა მიიღეს ჟენევის კონვენცია ბრძოლის ველზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილ მებრძოლთა პირობების გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნული კონვენცია ითვალისწნებს ომის მსხვერპლთა და დაჭრილი მებრძოლების დაცვის წესებს, და ასევე აყალიბებს სამედიცინო პერსონალის, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობის სისტემას დღესდღეობით უკვე კარგად ცნობილი წითელი ჯვრის ემბლემის მეშვეობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1929 წლის ჟენევის კონვენციამ, რომელიც ეხებოდა სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას, ჩამოაყალიბა ამგვარი ტყვეების დაცვის ზოგიერთი პრინციპი. თუმცა აღნიშნული დებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი მეორე მსოფლიო ომის დროს. დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის თანაბარი იყო. 1949 წლის ჟენევის კონვენცია წარმოადგენდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კოდექსის ჩამოყალიბებას, რომელიც უნდა გამხდარიყო გარანტია იმისა, რომ ამგვარი უბედურება არასდროს განმეორდებოდა. არსებობს ჟენევის ოთხი კონვენცია, რომლებსაც შემდგომში დაემატა ორი ოქმი. კონვენციები ეხება ხმელეთზე და ზღვაზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლების პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ომის დროს. დამატებითი ოქმების მიზანს კი წარმოადგენს საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის გაძლიერება. ეს ყველაფერი წარმოადგენდა პასუხს სულ უფრო მზარდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებზე, რაც დამახასითებელი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და ორი დამატებითი ოქმი, სულ ხუთ ასეულზე მეტი რაოდენობის მუხლი, დღესაც ძალაშია და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუძემდებელ დოკუმენტებს. ჰუმანიტარულ სამართალს საფუძვლად უდევს გარკვეული პრინციპები: ადამიანებმა, რომლებიც არ არიან ჩართულნი რაიმე საბრძოლო მოქმედებაში, უნდა მიიღონ ჰუმანური მოპყრობა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე; ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლების მიმართ ქცევა უნდა იყოს ჰუმანური, დაუშვებელია მათი წამება ან ძალადობა მათ მიმართ; მათი საქმის სასამართლოში განხილვისას სასამართლომ ჩვეულებრივი საპროცესო ნორმები უნდა გამოიყენოს; საბრძოლო მოქმედებათა დროს დაუშვებელია მოწინააღმდეგისთვის ზედმეტი ზიანის მიყენება; მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა იყოს სამხედრო თავდასხმის ობიექტი. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით საქმეში ნიკარაგუაში და მის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო და ნახევრად სამხედრო მოქმედებები, ეს პრინციპები ფუნდამენტურია ჰუმანიტარული სამართლისათვის. ჟენევის კონვენციებში მოცემული უფლებების გარანტირების მიზნით, მათი ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ამ ძირითადი პრინციპების სწავლება მათი შეიარაღებული ძალების ყველა წევრისათვის. პირი, რომელიც არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, გასამართლდება სისხლის სამართლის წესით და შეიძლება სხვა სახლემწიფოსაც გადაეცეს. ტრიბუნალები, რომლებიც დაფუძნებულ იქნა რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე საბრძოლო მოქედებაში მონაწილე სამხედრო დანმაშავეთა საქმეთა განსახილველად, იყენებენ ჟენევის კონვენციების მრავალ მუხლს.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Полезное


Смотреть что такое "ჰუმანიტარული სამართალი" в других словарях:

  • საერთაშორისო სამართალი — • საერთაშორისო სახელშეკრულებო და ჩვეულებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოთა შეთანხმებულ ნებას და აწესრიგებს მათ შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომიანობის დროს. Source: ჩვენი კონსტიტუცია …   Georgian encyclopedia

  • ლტოლვილი — • ლტოლვილად პირი ითვლება მხოლოდ მაშინ თუ იგი გადაკვეთს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს და შემწეობისა და მფარველობისათვის მიმართავს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას. ლტოლვილად ჩაითვლება აგრეთვე ყველა პირი, რომელიც აგრესიის, უცხოური ოკუპაციის,… …   Georgian encyclopedia

  • იძულებით გადაადგილებული პირი — • „იძულებით გადაადგილებული პირია“ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სახლები დატოვეს, მაგრამ არ გადაუკვეთიათ სახელმწიფოს საზრღვრები. Source: ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი,– თბ,. 2005 …   Georgian encyclopedia

  • რესტიტუცია — შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამართლის დარგი, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ უნდა მიიღოს პირმა უკანონოდ დაკარგული ქონება ან მისი საზღაური. რესტიტუცია ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან, უკანონოდ ქონებრივი ზიანის… …   Georgian encyclopedia

  • ჟენევის დიპლომატიური კონფერენცია — 1949 წელს მიღებულ იქნა ოთხი კონვენცია, მათ შორის ,,კონვენცია ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ.” [...] IV კონვენციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მტრის ხელში მყოფი პირების დაცვას. ისინი შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: სამოქალაქო პირები …   Georgian encyclopedia

  • გენოციდი — • (ბერძნული სიტყვიდან „genos” (რასა, ჯიში) და ლათინური სუფიქსიდან („cide” მოკვლა)). ლევკინის მიხედვით, გენოციდი მოიცავს „ეროვნული ან ეთნიკური ჯგუფის განადგურებას და გულისხმობს შეთანხმებული გეგმის არსებობას, მიმართულს ინდივიდუალურად ამორჩეული… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • ადამიანის უფლებების პატივისცემა შეიარაღებული კონფლიქტების დროს — გაერო ს გენერალური ასამბლეის 1968 წ. რეზოლუცია, რომლის დიდი მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ მან ჰუმანიტარული სამართლის სამი ძირითადი პრინციპი დაამტკიცა: ● შეზღუდულია კონფლიქტში მონაწილე მხარეთა უფლება, აირჩიოს მოწინააღმდეგისათვის ზიანის… …   Georgian encyclopedia

  • არასამთავრობო ორგანიზაცია — • სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი (ორგანიზაცია) რომლის მიზანია სამოქალაქო ფასეულობების განმტკიცება, დაცვა და ა.შ. Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002, • სოციალური ჯგუფის ერთ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»